LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სამყაროში ყველაზე მეტად მიყვარხარ… მადლობა, რომ არსებობ“ – ვენსან კასელი და მონიკა ბელუჩი ქალიშვილს 20 წლის იუბილეს ემოციურად ულოცავენ

415
page

მონიკა ბელუჩისა და ვენსან კასელის ქალიშვილს, დევას 20 წელი შეუსრულდა. ამ დღეს მისმა მშობლებმა „ინსტაგრამზე“ საარქივო ფოტოები გაავრცელეს და ქალიშვილს იუბილე ემოციური სიტყვებით მიულოცეს.

„დაბადების დღეს გილოცავ ჩემო სიყვარულო, 20 წლის წინ შენ მე ბედნიერ და ამაყ მამად მაქციე, მე შენს სამყაროში ყველაზე მეტად მიყვარხარ“, – წერს ვენსანი.

დაბადების დღეს გილოცავ, ბედნიერი იყავი ყოველ დღე და მთელი ცხოვრება, დიდი მადლობა, რომ არსებობ“- ასე დაასათაურა ფოტო მონიკამ.

ცნობისთვის ვარსკვლავური ექს-წყვილის უფროსი ქალიშვილი უკვე წარმატებული მოდელია, მან ბედი კინემატოგრაფიაშიც სცადა. გოგონას დიდ კარიერას უწინასწარმეტყველებენ.

დევა კასელის სერიოზული განაცხადი გამჭვირვალე კაბით, „ვოგის“ საიუბილეო ნომერში

დევა „კარტიეს“ ახალ სარეკლამო კამპანიაში და „დიორის“ გლობალური ამბასადორის ტიტული – დევა კასელი მოდის მწვერვალებს იპყრობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები