LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა პაპუაშვილი – „უკრაინის ტრაგედიის ფონზე, უფრო აშკარა ხდება იმ საფრთხის მასშტაბი, რომლის წინაშეც ჯერ კიდევ ვდგავართ და საკმარისია ერთი შეცდომა, რომ ჩვენი ქვეყანა ხელახლა დაინგრეს და გაპარტახდეს“

261
შალვა პაპუაშვილი

უკრაინის ტრაგედიის ფონზე, უფრო აშკარა ხდება იმ საფრთხის მასშტაბი, რომლის წინაშეც ჯერ კიდევ ვდგავართ და საკმარისია ერთი შეცდომა, რომ ჩვენი ქვეყანა ხელახლა დაინგრეს და გაპარტახდეს,’’ – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონული ღონისძიებაზე, გორში სიტყვით გამოსვლისას.

როგორც მან აღნიშნა, 2008 წლის ეროვნული ტრაგედიის გამო, გორელებმა და შიდა ქართლის მკვიდრებმა, ყველაზე კარგად იციან მშვიდობის ფასი. მისი განცხადებით, რაც დრო გადის, უკრაინის ტრაგედიის ფონზე, მით უფრო აშკარა ხდება იმ საფრთხის მასშტაბი და რეალობა.

იშვიათია საქართველოს სხვა კუთხე, რომელსაც ამდენი ჭირ-ვარამი, შემოსევა, ნგრევა და ღალატი გადაეტანოს და მაინც ასე მტკიცედ, შეუპოვრად, ერთგულად მოეტანოს დღემდე ქართული სიტყვა, ქართული სული და ქართული შემართება. ყველა მომხდურმა იცის, რომ თუ საქართველოს დაზიანება გინდა, მისი ხერხემალი – შიდა ქართლი – უნდა გატეხო. ამიტომაც, კანონზომიერია, რომ სწორედ ამ მხარეში, ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში, ორი ომის გადატანა მოუხდა საქართველოს – ომების, რომლებმაც სისხლიანი იარა დაგვიტოვა ჩვენც და ჩვენს მოძმე ოს ხალხსაც. 2008 წლის ეროვნული ტრაგედიის გამო, თქვენ, გორელებმა და შიდა ქართლის მკვიდრებმა, ყველაზე კარგად იცით მშვიდობის ფასი. რაც დრო გადის, უკრაინის ტრაგედიის ფონზე, მით უფრო აშკარა ხდება იმ საფრთხის მასშტაბი და რეალობა, რომლის წინაშეც ჯერ კიდევ ვდგავართ და საკმარისია ერთი გაუფრთხილებელი მოძრაობა, ერთი შეცდომა, რომ ჩვენი ქვეყანა და ეს მხარე ხელახლა დაინგრეს და გაპარტახდეს; ჩვენი ხალხი კიდევ ერთხელ შევიდეს ომებისა და ნგრევის ჩაკეტილ წრეში, რომელსაც ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკით, როგორც იქნა, თავი დავაღწიეთ,’’ – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g