LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლონელ მოსწავლეებს გაკვეთილებზე ეკოლოგიურად აზროვნებას ასწავლიან

124
1719556953571

პოლონეთში გადაწყვიტეს, რომ დაწყებითი სკოლის საგანმანათლებლო პროგრამაში ეკოლოგიური განათლება დაამატონ. სიახლის შესახებ MDOI წერს.

გარემოზე ზრუნვა დამოუკიდებელი გაკვეთილი არ იქნება და უკვე არსებულ სხვა საგნებს დაემატება. მაგალითად, მათემატიკაზე ბავშვებს შესთავაზებენ, დაითვალონ თუ რამდენი წყალია საჭირო ახალი ჯინსის დასამზადებლად. პროგრამის ავტორები იმედოვნებენ, რომ ასეთი მიდგომა მოსწავლეებს ენერგიისა თუ ბუნებრივი რესურსების სწორად გამოყენების საკითხზე დააფიქრებს.

დასაწყისისთვის ახალ პროგრამას 16 სკოლაში დატესტავენ, შემდეგ კი მთელი პოლონეთის მასშტაბით განავრცობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები