LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კესო საქართველოს ისტორიაში დარჩა ყველაზე ლამაზ გოგოდ, რომელმაც ჩვენი ქვეყნის ისტორია დაწერა“ – ნანუკა ჟორჟოლიანი

969
ნანუკა ჟორჟოლიანი კესარია აბრამიძე

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის პანაშვიდზე იმყოფებოდა.

ჟურნალისტებთან საუბრისას ნანუკამ თქვა, რომ კესარიამ საქართველოს ისტორია დაერა, როგორც პირველმა ქართველმა ტრანსგენდერმა ქალმა.

„დღეს ბევრი განცხადება შეიძლება გავაკეთოთ, მაგრამ დღეს ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი განცხადება არის ის, რომ კესო საქართველოს ისტორიაში დარჩა ყველაზე ლამაზ გოგოდ, რომელმაც ჩვენი ქვეყნის ისტორია დაწერა იმ თვალსაზრისით, რომ ამ ქვეყანაში იყო პირველი ტრანსგენდერი ქალი. მას ალბათ ყველაზე მეტად უნდოდა მოესმინა, რომ იყო ყველაზე ლამაზი გოგო. დაბერებაც კი ვერ მოახერხა, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში ტრანსგენდერები ვერ ბერდებიან“, – აღნიშნა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

„დღესვე შევუსრულებ“ – რა ურჩია კესარია აბრამიძემ თათია შარანგიას გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები