LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენიმე რჩევა გაყინული ფეხების გასათბობად

113
რამდენიმე რჩევა გაყინული ფეხების გასათბობად

შემოდგომა-ზამთრის ნესტიან ამინდში სიცივე ყველგანაა ჩასაფრებული, შენობაშიც კი. ამ დროს ბევრ ადამიანს ფეხების მუდმივი გამყინვარება აწუხებს. პირველ რიგში აუცილებლად უნდა გაარკვიოთ, რატომ იყინება ფეხი. ყოველთვის ასე ხდება თუ გარკვეულ შემთხვევებში?

ხანდახან ყინვას ორგანიზმის თავისებურება იწვევს. მაგალითად: ზოგჯერ დამნაშავე მოდაა.სეზონისთვის შეუფერებელი გრძელწინდა, ზედმეტად ვიწრო ფეხსაცმელი და ა.შ. იწვევს ფეხების გაყინვას. თუმცა, ზოგჯერ, როცა ფეხები ყველგან და ყოველთვის გაყინულია, მიზეზი შესაძლოა კაპილარული სისხლის მიმოქცევის დარღვევა იყოს. ეს უკანასკნელი ქვემოთ დასახელებული პრობლემებიდან ერთ-ერთს უნდა უკავშირდებოდეს.

1. ლოკალური სისხლის მიმოქცევის დარღვევა – ვარიკოზული დაავადება, სადინარების აგებულების ანომალია. ამ შემთხვევაში დამახასიათებელია ჩაქცევები ტერფზე, ტკივილის შეგრძნება სიარულის დროს, გაფართოებული ვენები და ე.წ. ვარსკვლავების გაჩენა.

2. სისხლის მიმოქცევის საერთო უკმარისობა – დარღვევები გულის მუშაობაში, სისხლძარღვთა დისტონია. ამ შემთხვევაში ადამიანი ვეღარ უძლებს სიმძიმეებს, რომელთაც ადრე უმკლავდებოდა, კიბეზე ასვლისას სული ეხუთება და ჩაქცევები აქვს ტერფზე.

3. ქვედა კიდურების მგრძნობიარე და ვეგეტაციურ ნერვებში იმპულსების გატარების დარღვევა. ამ შემთხვევაში, თუ კანს უჩხვლეტთ, თეძოს არეში მგრძნობელობა გაცილებით მაღალი იქნება, ვიდრე ისეთივე ჩხვლეტისას ტერფის არეში. ეს ახასიათებს დიაბეტს და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებს.

4. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება. გამოიხატება პულსის შენელებასა და არითმიაში, სხეულის დაბალ ტემპერატურაში, ამ დროს ფრჩხილების მტვრევადია.

თუ ფეხის გაყინვასთან ერთად ზემოთ დასახელებული სიმპტომებიდან ერთ-ერთი მაინც გაწუხებთ, ექიმთან მისვლა და გარკვეული გამოკვლევების ჩატარება აუცილებელია: სისხლის საერთო ანალიზი, ქვედა კიდურების სისხლძარღვთ ულტრაბგერითი გამოკვლევა და ა.შ. დასმული დიაგნოზის მიხედვით მკურნალობის დანიშვნა მხოლოდ ექიმს შეუძლია.

საგანგებო კურსთან ერთად რამდენიმე ზოგადი რეკომენდაციაც არსებობს:
მოწევა და ალკოჰოლის ჭარბად გამოყენება უარყოფითად მოქმედებს ორგანიზმის სისხლძარღვოვან სისტემაზე.

ასევე ყოველდღიური კონტრასტული შხაპი – დასაშვებია დილა-საღამოს.

ფეხის ტერფის ყოველდღიური მასაჟი – ხელით ან მშრალი ჯაგრისით.

ფეხშიშველი სიარული – შეეცადეთ ზაფხულში აგარაკზე ფეხშიშველმა იაროთ.

არაჩვეულებრივია ხალხური საშუალებები ფეხების გასათბობად – სწრაფი და ეფექტური სპირტის კომპრესი, მარილიანი აბაზანა. ამ დროს ფეხებიც გაგითბებათ და კანიც დარბილდება.

ასევე, დაფქული ცხელი-ცხარე პილპილი შეხებისას კანს ათბობს და არც მაინცდამაინც აღიზიანებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები