გასულ თვეს ცნობილი გახდა, რომ 57 წლის ვენსან კასელი და 27 წლის ნარა ბაპტისტა პირველ საერთო შვილს ელოდებიან. ცნობები ამის შესახებ თავად მსახიობის რჩეულმა გაავრცელა. უახლეს ფოტოებზე მას წამოზრდილი მუცელი აქვს, სათაურში კი წერია „შენს მოლოდინი“.
ახლახან მოდელმა „ინსტაგრამზე“ შიშველი, შავ-თეთრი ფოტოების სერია გაავრცელა. არ დააყოვნა კასელის კომენტარმაც.
„ჰეი დედიკო“, – უწერს მსახიობი საყვარელ ქალს.
ცნობისთვის, კასელს მონიკა ბელუჩისთან ქორწინებიდან ორი ქალიშვილი, 20 წლის დევა და 14 წლის ლეონი ჰყავს, ტინა კუნკათან კი, 4 წლის გოგონა ამაზონი.
უმშვენიერესი ორსული – რა ფოტოებსა და ვიდეოებს გვიზიარებენ ვენსან კასელი და ნარა ბაპტისტა
57 წლის ვენსან კასელი მეოთხე შვილს ელოდება – ნარა ბაპტისტა ფოტოებს ავრცელებს