6 ოქტომბერს, CBS-ის ეთერში, American Music Awards-ის 50-ე, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით დაანონსებული სპეციალური შოუ გავიდა. საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა უამრავმა ვარსკვლავმა მიიღო.
საღამო მუსიკალურად ყველა დროის საუკეთესო არტისტებმა და ბენდებმა, მათ შორის: მერაია ქერიმ, ჯენიფერ ჰადსონმა, Green Day-იმ და Stray Kids გააფორმეს.
„ლა როქსის“ ულამაზეს კაბაში გამოწყობილმა ჯენიფერ ჰადსონმა, ჰიუსტონის ლეგენდარული ჰიტი გააცოცხლა
მაყურებლისთვის, უდავოდ ემოციური აღმოჩნდა ისეთი საკულტო შემსრულებლების პერფორმანსები, როგორებიც გლედის ნაიტი და ჩაკა ხანი არიან. ისინი სცენაზე შეუდარებად წარდგნენ და მრავალწლიანი კარიერის კლასიკური ჰიტები შეასრულეს.
80 წლის ,,სოულის ქალმა იმპერატორმა” 1973 წლის სიმღერა – Midnight Train to Georgia, ხოლო 71 წლის ,,ფანკის დედოფალმა”, 1978 წლის კომპოზიცია – I’m Every Woman იმღერა.
შეგახსენებთ, რომ შარშან, 50 წლიანი ისტორიის განმავლობაში პირველად, ამერიკული მუსიკის საიუბილეო დაჯილდოება გადაიდო. ერთ წლიანი პაუზის შემდეგ, 51-ე სანახაობით, American Music Awards 6 ოქტომბერს, ლოს-ანჯელესში უნდა გამართულიყო, თუმცა ცერემონია ისევ, ამჯერად 2025-მდე გადაიდო. პოპ კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მუსიკალური მოვლენის მეორედ გადადების მიზეზი, ABC-სთან სამაუწყებლო კონტრაქტის დასრულება გახდა. მომავალი წლის შოუს დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება, თუმცა ახალი შეთანხმების თანახმად, ის ამიერიდან, CBS-ის ეთერში გავა.