LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ,,ღმერთი ადამიანს უგზავნის ადამიანებს, რომ ისინი გადარჩნენ“ – ნანუკა ჟორჟოლიანის ემოციური მიმართვა რესპონდენტს

220
ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ

„ნანუკა ჟორჟოლიანის შოუმ“, რომელიც ზემო აჭარას სტუმრობდა, მაყურებელს საინტერესო გმირი – ზემო აჭარის მკვიდრი ნათია ბერიძე გააცნო.

ვიდეო: ,,მთელი ჩემი ცხოვრება ვოცნებობდი რომ მომღერალი ვყოფილიყავი – მამღერე რა” – ნათია ბერიძე

რესპონდენტთან საუბრის დროს, შოუს ავტორმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა ნათია ბერიძეს ემოციურად მიმართა:

„გინდა გითხრა, როგორი ბედნიერი და იღბლიანი გოგო ხარ? ცხოვრებამ უბრალოდ არ მოგცა იმის შესაძლებლობა, რომ იმ შენი ჩაკეტილი წრიდან – სიღარიბის წრიდან გასულიყავი. ცხოვრება კი არასწორად გექცეოდა და წიხლებს გირტყამდა, მაგრამ გადაწყვიტე, რომ ამაზე გემღერა და შენი ჭრილობები ამ სიმღერით გაგეკერა. საკუთარ თავში ამის უნარი იპოვე.

შენთვის ცხოვრობდი სიღატაკეში, ამ სივრცეში იპოვე ჰარმონია, სიყვარული, იპოვე ისეთი მნიშვნელოვანი რამ, რითაც შექმენი შენი ბედნიერების სივრცე. ღმერთმა გიყურა, ისმინა შენი გასაჭირი და გამოგიგზავნა ჟურნალისტი, გაგიღო კარი იმ ადამიანებთან, რომლებსაც მანამდე ვერ ხედავდი, რომლებმაც შეგიყვარეს და რომლებიც ხელის გულზე გატარებენ.

ღმერთი ადამიანს უგზავნის ადამიანებს, რომ ისინი გადარჩნენ“, – უთხრა ნანუკა ჟორჟოლიანმა ნათია ბერიძეს.

ვიდეო: „მაინტერესებს რა ხდება მთის თავში…ბავშობიდან ვცდილობ სიღარიბეს თავი დავაღწიო“ – ნათია ბერიძე

,,ღმერთი ადამიანებს უგზავნის ადამიანებს რომ ისინი გადარჩენ" – ნანუკა ჟორჟოლიანი

,,ღმერთი ადამიანებს უგზავნის ადამიანებს რომ ისინი გადარჩენ" – ნანუკა ჟორჟოლიანი ⭐️გადაცემა სრულად იხილეთ იუთუბზე : https://youtu.be/QkLrk9yJu44

Posted by ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ / Nanuka Zhorzholiani's Show on ოთხშაბათი, 09 ოქტომბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები