კომპანია Ferrari-მ Laferrari-ს შთამომავალი წარადგინა. სუპერჰიბრიდი F80 ფორმულა-1-ის ბოლიდების კანონებითაა აგებული და სიმძლავრით ყველა თავის ცნობილ წინაპარს ჯობნის. ახალი ფლაგმანის ფასი 3,6 მილიონი ევროა.
Ferrari Laferrari-ს შთამომავლად თითქოს SF90 Stradale-ც მოიაზრებოდა, თუმცა ზედმეტად მისაღებმა ფასმა და შეუზღუდავმა ტირაჟმა მოდელს ეს შესაძლებლობა გაუქრო. ახალი F80 ამ „ნაკლებისგან“ თავისუფალია და 799 ტირაჟიანი სერიით 3,6 მილიონი ევრო ღირს.
სიახლეს უკვე GTO-სა და F40-ის გვერდით მოიხსენიებენ და ისტორიაში ტექნოლოგიურად ყველაზე გამორჩეულ და მძლავრ Ferrari-ად თვლიან.