ნანუკა ჟორჟოლიანი „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპს ეხმაურება, სადაც ცნობილი ადამიანები მონაწილეობენ, მათ შორისაა ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი გველესიანი, ოთარ კიტეიშვილიც და ოთარ კაკაბაძეც.
როგორც ნანუკა წერს, მას განსაკუთრებით ეწყინა აღნიშნულ კლიპში ლუკა ლოჩოშვილის მონაწილეობა.
„ბოლოს არ ვიცი ისე რა გამიტყდა, როგორც ლოჩოშვილის ნახვა ქოცების კლიპში. არცერთი სხვა, კიტეც კი არ გამიტყდა ეგრე. აი ლოჩოშვილი როგორ გახდა მაგ პარტიის საკუთრება.
როცა ახალგაზრდა ხარ და შენს საქმეს ძალიან მაგრად აკეთებ, რა ჯანდაბად უნდა გინდოდეს ნებისმიერი პარტია და განსაკუთრებით ახლა, ამ რეალობაში, ქართული ოცნება.
ვაახ, ძაან გამიტყდა,“ – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.