წყნეთის გზაზე ავარიის შედეგად ერთი პირი დაშავდა.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.