ნიკოლ კიდმანი პარიზში, ანიმაციური ფილმის „მოჯადოებულის“ პრემიერას დაესწრო. 57 წლის ლამაზმანი ულამაზეს, ყვავილებით გაფორმებულ თეთრ კაბაში იყო გამოწყობილი, რომელიც გემოვნებით ჰქონდა შეხამებული ძველ ვარცხნილობასთან. კიდმანმა გადაწყვიტა, დაიბრუნოს მისი სავიზიტო ვარცხნილობა, ქერა კულულები, რომლითაც ის პირველად გამოჩნდა ეკრანზე.
რაც ეხება ნიკოლის კაბას, მსახიობმა ამჯერად აქცენტი „დოლჩე და გაბანას“ თეთრ მაქმანებიან ულამაზეს კაბაზე გააკეთა. კაბას კიდევ უფრო ალამაზებდა Wempe-ის ბრენდის სამკაული, რომელიც თითქოს ნიკოლისთვის იყო შექმნილი.
57 წლის ნიკოლ კიდმანის თამამი „ლუქი“ წითელ ხალიჩაზე
ნიკოლ კიდმანი დემნა გვასალიას „ქალთევზას კაბასა” და „საოპერო ხელთათმანებში”