მანამ, სანამ მედია აქტიურად განიხილავს ანჯელინა ჯოლისა და ნოქს პიტის წითელ ხალიჩაზე გლამურულ გამოჩენას, შაილო ჯოლი პიტი ლოს-ანჯელესის ქუჩებში გადაიღეს.
ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის 18 წლის ქალიშვილი მანქანის კაპოტზე გემრიელად შეექცეოდა ბურგერებს. მას თან საცეკვაო სტუდიიდან კოლეგა და მეგობარი, კოენ როუზი ახლდა. გოგონებს სულაც არ ადარდებდა პაპარაცების ყურადღება და საოცრად ბუნებრივად იქცეოდნენ.
ამ დღეს შაილოს, როგორც ყოველთვის ყოველდღიური სამოსი, სპორტული შარვალი და ჰუდი ეცვა.