LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-ს თანამშრომლებმა, თბილისში, ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირებზე მიმდინარე აქციაზე, ჯამში, 16 პირი დააკავეს – უწყება განცხადებას ავრცელებს

122
18 ნოემბრის აქცია - ფოტო რადიო „თავისუფლება“

დღეს, დილით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თბილისში, ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირებზე მიმდინარე აქციაზე, ჯამში, 16 პირი დააკავეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, 16-ვე პირი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული, მათ შორის,  3 პირი ხელ­წე­რი­ლი­თაა გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრო თბი­ლის­ში, ჭავ­ჭა­ვა­ძი­სა და მე­ლი­ქიშ­ვი­ლის გამ­ზი­რებ­ზე მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ების, შესახებ განცხადებას ავრცელებს.

უწყება საზოგადოებას შეახსენებს, რომ საქართველოს კანონმდებლობით დაცულია შეკრება-მანიფესტაციისა და გამოხატვის უფლება.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ჭავჭავაძის გამზირსა და ვარაზისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე ბოლო ორი დღის მანძილზე მიმდინარეობს შეკრება/მანიფესტაცია, რომლის ფარგლებშიც სრულად დაკავებულია ტრანსპორტის სავალი ნაწილი და განთავსებულია სხვადასხვა ტიპის კონსტრუქციები გზის ხელოვნურად ბლოკირების მიზნით.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქართველოს კანონმდებლობით დაცულია შეკრება-მანიფესტაციისა და გამოხატვის უფლება. ამავდროულად, საქართველოს კანონმდებლობა ადგენს შეკრება-მანიფესტაციის უფლების რეალიზების სამართლებრივ რეგულირებას, რათა დაცული იყოს სხვა პირთა უფლებები, საზოგადოებრივი უსაფრთხოება, უზრუნველყოფილი იყოს სხვადასხვა ორგანიზაციების გამართული ფუნქციონირება და ტრანსპორტის ნორმალური მუშაობა.

სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას სამართლიანი ბალანსი შეკრების/მანიფესტაციის თავისუფლებასა და იმ პირთა უფლებებს შორის, რომლებიც ცხოვრობენ, მუშაობენ, სწავლობენ, სამეწარმეო საქმიანობას ეწევიან იმ ადგილებში, სადაც მიმდინარეობს შეკრება ან მანიფესტაცია. აღნიშნულ პირებს მიზანმიმართულად ხელი არ უნდა შეეშალოთ, რათა განაგრძონ თავიანთი საქმიანობა.

ვაჟა სირაძე: „სირცხვილია, როდესაც აქციის მონაწილეები ამას კადრულობენ – პოლიციას დრონით საღებავს ასხამენ“

„შე­სა­ბა­მი­სად, პო­ლი­ცია მაქ­სი­მა­ლურს გა­ა­კე­თებს, რომ ყო­ველ­გვა­რი ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბის გა­რე­შე, მო­ლა­პა­რა­კე­ბის გზით გა­და­ვიდ­ნენ გზი­დან.“

ამასთან, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 პრიმა მუხლის თანახმად, დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა. აგრეთვე დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ავტომანქანებით, სხვადასხვა კონსტრუქციებით ან/და საგნებით გადაკეტვა.

შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება არ მოიცავს ავტოსაგზაო მოძრაობისა და მოქალაქეთა ცხოვრების ჩვეული რიტმის მიზანმიმართული შეფერხების უფლებას.

საზოგადოებამ ნათლად იხილა, რომ შეკრების მონაწილეებს საკმარისად მიეცათ დრო, რათა გამოეხატათ საკუთარი აზრი და დაეფიქსირებინათ პროტესტი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ტრანსპორტის სავალი ნაწილის მოძრაობის აღდგენის, ტროტუარებზე ხალხის სამოძრაო ადგილის გათავისუფლების, კომუნალური სერვისების ნორმალურად ფუნქციონირებისა და მოქალაქეთა ცხოვრების ჩვეული რიტმის უზრუნველსაყოფად, შეკრება/მანიფესტაციის მონაწილეებს მოვუწოდებთ გაათავისუფლონ ჭავჭავაძის გამზირისა და ვარაზისხევის მიმდებარე ტერიტორია ხელოვნურად აღმართული კონსტრუქციებისგან, შეწყვიტონ ტრანსპორტის სავალ ნაწილზე შეკრება/მანიფესტაცია და პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში.

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის თანახმად შეკრება/მანიფესტაციების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მიეცემათ 15 წუთიანი ვადა, რათა მიმართონ ყველა შესაბამის ზომას ტრანსპორტის სავალი ნაწილის გახსნისა და ტრანსპორტის მოძრაობის აღსადგენად. წინააღმდეგ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიყენებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს.

შეკრება/მანიფესტაციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მოვუწოდებთ დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას.“- ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ფოტო რადიო „თავისუფლება“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g