LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „დედიკო რომ არა, ვერ გამომარჩევდნენ, ვერ დამინახავდნენ“ – მათე მარტიაშვილი

214
მათე მარტიაშვილი

მათე მარტიაშვილი, რომელიც საზოგადოებამ მუსიკალურ პროექტ „რანინას“ ერთ-ერთი სეზონიდან გაიცნო და შეიყვარა, დედასთან, ასევე მომღერალ თინათინ ჭულუხაძესთან ერთად „დღის პოსტს“ ესტუმრა.

ექსკლუზივი: „რანინელი“ მათე მარტიაშვილი, რომლის შესრულებულმა სიმღერამ ფოლკლორის ტურზე მაყურებელი აღაფრთოვანა, „ჯეოსტარის“ გამარჯვებულის, თინათინ ჭულუხაძის ვაჟია: „მათემ რომ ეს სიმღერა შეასრულა, მიწას ვეღარ ვგრძნობდი, დავფრინავდი… საკუთარი წარმატება დამავიწყა…“

თინათინ ჭულუხაძემ გადაცემაში მათეს პირველ მუსიკალურ ნაბიჯებსა და წარმატებულ პროექტში შვილის მონაწილეობაზე ისაუბრა. მათემ კი შეკითხვაზე – რას ნიშნავს მისთვის სიმღერა და რას ნიშნავს ის, რომ იყოს თინათინ ჭულუხაძის შვილი – აღნიშნა:

„სიმღერა ჩემთვის დიდი სიყვარულია, მინდა მუსიკოსი გავხდე. ჩემმა დედიკომ ამამღერა, დედა რომ არა, ვერ გამომარჩევდნენ, ტელევიზიაში ვერ დამინახავდნენ“, – თქვა მათე მარტიაშვილმა.

„მე ვარ ბედნიერზე ბედნიერი, შენი დედიკო რომ მქვია, მადლობა, შვილო“ – თინათინ ჭულუხაძე შვილს, „რანინელ“ მათე მარტიაშვილს ემოციურად მიმართავს

ვიდეო: „ეს საოცარი ვერსია, მათეს ლირიკული ტემბრი და ემოციური შესრულება ჩემს სამაჩაბლოს მახსენებს“ – თინათინ ჭულუხაძე მათე მარტიაშვილის მიერ საოცრად შესრულებულ სიმღერას გვიზიარებს

🔹დედიკო რომ არა, ვერ გამომარჩევდნენ, ვერ დამინახავდნენ

🔹დედიკო რომ არა, ვერ გამომარჩევდნენ, ვერ დამინახავდნენ 🔹 სულ გულში მაქვს ფრენკ სინატრას "ჩიკაგო" სულ ვღიღინებ – მათე მარტიაშვილი 🔹ორჯერ დევნილი ვარ სამაჩაბლოდან, იმდენი ტრაგედია გადახდა ჩემს ოჯახს აღარ მემღერებოდა – თინათინ ჭულუხაძე 🔹ყველა მასწავლებელი მკაცრი უნდა იყოს, დედაც მკაცრია, როგორც მასწავლებელი #თინათინჭულუხაძე #მათემარტიაშვილი

Posted by დღის პოსტი / Dgis Posti on ოთხშაბათი, 20 ნოემბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g