LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილი: „გამაოგნებელი და აღმაფრთოვანებელია ქართული ახალგაზრდობის თვითორგანიზება, ის ბევრად აღემატება ბელარუსის და ვენესუელელი პროტესტანტების ორგანიზების და წინააღმდეგობის ხარისხს, დიდწილად გაუსწრო „ვარდების რევოლუციასაც“

169
მიხეილ სააკაშვილი

„გამაოგნებელი და აღმაფრთოვანებელია ქართული ახალგაზრდობის თვითორგანიზება – ის ბევრად აღემატება ბელარუსის და ვენესუელელი პროტესტანტების ორგანიზების და წინააღმდეგობის ხარისხს, დიდწილად გაუსწრო „ვარდების რევოლუციასაც“, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სააკაშვილი სოციალურ ქსელში, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. მისი თქმით, ქართველმა ახალგაზრდებმა სწრაფად ისწავლეს თავდაცვა ტერორისტული შენაერთებისგან და იმპროვიზაცია:

„გამაოგნებელი და აღმაფრთოვანებელია ქართული ახალგაზრდობის თვითორგანიზება, რომელსაც გადაჭარბების გარეშე, მთელი მსოფლიო სულგანაბული ადევნებს თვალყურს. ის ბევრად აღემატება ბელარუსის და ვენესუელელი პროტესტანტების ორგანიზების და წინააღმდეგობის ხარისხს, დიდწილად გაუსწრო „ვარდების რევოლუციასაც“. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენებმა სწრაფად ისწავლეს თავდაცვა ტერორისტული შენაერთებისგან, იმპროვიზაცია და ის რისი სწავლა, ალბათ, შეუძლებელია, თუ თანდაყოლილი არ გაქვს, შეუპოვრობა და სამშობლოსთვის თავდადება“ – წერს მიხეილ სააკაშვილი.

გამაოგნებელია და აღმაფრთოვანებელია ქართული ახალგაზრდობის თვითორგანიზება რომელსაც გადაჭარბების გარეშე მთელი მსოფლიო…

Posted by Mikheil Saakashvili on სამშაბათი, 03 დეკემბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g