LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პორტუგალიაში 20 ევროიანი ერთიანი სამგზავრო ბარათი შემოიღეს

110
1920x1080_cmsv2_dc336630-b2dd-54

პორტუგალიაში გაჩნდა თვიური სამგზავრო ბარათი, რომლის მეშვეობითაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა მატარებლით გადაადგილება ულიმიტოდ იქნება შესაძლებელი. ასეთი აბონემენტის ფასი მხოლოდ 20 ევროს შეადგენს (შედარებისთვის ლისაბონიდან პორტუს მიმართულებით მატარებლის ბილეთის ფასი 30 ევროა). სიახლის შესახებ Euronews წერს.

სამგზავროს მთავარი მიზანი – გზებზე მანქანების შემცირება და შესაბამისად, მავნე გამონაბოლქვის კლებაა.

სამგზავრო გავრცელდება ყველა საქალაქო, რეგიონულ, თუ ქალაქებსა და რეგიონებს შორის მარშრუტზე. ერთადერთი გამონაკლისია მეტრო და ტრამვაი, მათზე აბონემენტი არ ვრცელდება.

ახალი სამგზავროს გაყიდვის თარიღი ჯერ უცნობია. ასევე უცნობია ისიც, მის შეძენას მხოლოდ პორტუგალიელები შეძლებენ, თუ ტურისტებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები