Porsche ჩინეთში სადილერო ცენტრების მესამედს დახურავს. კომპანიისთვის ერთ დროს უმნიშვნელოვანეს ბაზარზე მოთხოვნა ნელ-ნელა იკლებს, რამეთუ სულ უფრო და უფრო მეტი ჩინელი ანიჭებს უპირატესობას ადგილობრივ ბაზარს. 2024 წლის გასული სამი კვარტლის შეჯამებით Porsche-ს გაყიდვები ჩინეთში 29 პროცენტით დაეცა.
ამჟამად Porsche-ს ჩინეთში 138 მოქმედი ავტო სალონი აქვს. 2026 წლის ბოლოს მათი რიცხვი 100-მდე უნდა შემცირდეს. გარდა ამისა, გერმანული ბრენდი ლოკალურ ინვესტიციებს მიხედავს: ჩინეთის რეგიონში ხარჯები შემცირდება, ხოლო იქ სადაც Porsche ჯერ კიდევ შოულობს ფულს, ინვესტიციები გაიზრდება.
მთავარი მიზანი – ქსელის საერთო მოგების გაზრდაა, რაც მომგებიანი იქნება როგორც თავად Porsche-თვის, ასევე დილერებისა და კლიენტებისთვის.