LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინი ბადურაშვილი: „უბრალოდ, წარმოუდგენელია ამ სიტუაციაში გახვიდე და იმღერო, უბედურება ხდება ჩვენს თავს..ჩემგან ყველაფერი, რაც კი რამე ღონისძიება იყო დაგეგმილი, ყველაფერი არის გაუქმებული“

164
ნინი ბადურაშვილი

ქვეყანაში არსებული სიტუაციის ფონზე, ნინი ბადურაშვილი საახალწლო ღონისძიებებში მონაწილეობას არ მიიღებს.

როგორც მომღერალი აღნიშნავს, ამ ვითარებაში მას არ ემღერება.

„უბრალოდ, წარმოუდგენელია ამ სიტუაციაში გახვიდე და იმღერო. უბედურება ხდება ჩვენს თავს და აქედან გამომდინარე, არ მაქვს არანაირი სურვილი სიმღერის. შესაბამისად, ყველანაირი კონცერტი არის გაუქმებული…

მე ვიყავი 2 თუ 3 საახალწლო ღონისძიებაში და არ ვიღებ მონაწილეობას.

ჩემგან ყველაფერი, რაც კი რამე ღონისძიება იყო დაგეგმილი, ყველაფერი არის გაუქმებული, მათ შორის, საბიუჯეტო.

ამ ფონზე, ამ რეალობაში, მე პირადად სიმღერის სურვილი არ მაქვს და არ მემღერება,“  – განუცხადა „ნეტგაზეთს“ ნინი ბადურაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანრი ჯოხაძე და ნინი ბადურაშვილი ლაგოდეხში საახალწლო კონცერტზე იმღერებდნენ ბიუჯეტიდან კი, 25 500 ლარს მიიღებდნენ.

მედიაში გავრცელებულ ამბავს ნინი ბადურაშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

„არც ერთ საახალწლო ღონისძიებაში არ ვიღებ მონაწილეობას…ცრუ ინფორმაციას ნუ ავრცელებთ“ – ნინი ბადურაშვილი

„მისი შემოსავალი არის მხოლოდ კორპორატიულები, მთელი წლის განმავლობაში ყველაზე შემოსავლიანი აქვს დეკემბერ-იანვარი“ – მაია დარსმელიძე სტეფანეს ღონისძიებების გაუქმებას ეხმაურება

„ყველაზე მეტად ამ სფეროს ხალხი ვიჩაგრებით…ვინ რა იცის, ბევრჯერ სულ რომ არ გემღერება, მაგრამ მაინც უნდა იმღერო, იმიტომ რომ სხვა შემოსავალი არ აქვს მუსიკოსს“ – თიკა მახალდიანი

სტეფანე: „11 კორპორაციული და ახალი წლის ღონისძიებაც გავაუქმეთ… პანდემიაა თუ არეულობა, ყველას ჩვეულებრივი სამსახური აქვს, ჩვენ გარდა…“

ქრისტინე იმედაძე: „ჩემი მეგობრები, ნაცნობები ან სულაც უცხო ადამიანები ძალიან უსამართლოდ დაკავებულები ან სასტიკად ნაცემები არიან! ცხადია, რომ კონცერტის და ზეიმის დრო არ არის!..“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g