LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს მეხანძრე-მაშველი ემსხვერპლა – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

186
ბფ

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს მეხანძრე-მაშველის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მეხანძრე-მაშველის, სამოქალაქო უსაფრთხოების ლეიტენანტის – 1982 წელს დაბადებული გიორგი ლელაშვილის გარდაცვალების გამო.

გიორგი ლელაშვილი მიმდინარე წლის 21 დეკემბერს, თბილისში ი. ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე შენობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც გადმოინგრა კედელი, რასაც მეხანძრე-მაშველი ემსხვერპლა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველის ოჯახს, ახლობლებსა და თანამშრომლებს,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g