ევროპის წლის ავტომობილი მეორე წელია ზედიზედ Renault ხდება. ბრიუსელის ავტო სალონზე Car of the Year 2025-ის შედეგები შეაჯამეს: მთავარი პრიზი Renault 5-ს ერგო. 1964 წლიდან უკვე მეორედ, წლის ავტომობილი ერთი და იმავე ბრენდის წარმომადგენელი ხდება: 1995-1996 წელს ლიდერი FiaT Punto და Fiat Bravo იყო, 2024 – 2025 წლებში გამარჯვება Renault Scenic-ს და Renault 5-ს ხვდათ წილად. ფრანგულმა ჰეტჩბეკმა საკმაოდ დიდი სხვაობით Kia EV3 და Citroen C3 დაამარცხა.
ტრადიციულად, Car of the Year-ის ჟიური 23 ქვეყნის წარმომადგენელი 60 საავტომობილო ჟურნალისტისგან შედგებოდა. Renault 5 საბოლოო შეჯამებით 353 ქულის მფლობელი გახდა. სხვა ფინალისტებმა კი ასეთი შეფასებები დაიმსახურეს Kia EV3 (291 ქულა), Citroen C3 (215), Hyundai Inster (172), Dacia Duster (168), Cupra Terramar (165) და Alfa Romeo Junior (136).