კომპანია Lamborghini-მ ერთადერთი არსებული სუპერქარი Egoista გაყიდა. უნიკალური კონცეპტ-ქარი ახალ მეპატრონეს 117 მილიონი დოლარი დაუჯდა. იტალიელმა ინჟინრებმა ექსკლუზიური მოდელი 2013 წელს კონცეპტების ქარხნული კოლექციისთვის ააგეს. მანქანის სერიული წარმოების დაწყება არ იგეგმებოდა, ისევე როგორც მისი გაყიდვა. თუმცა, ათწლეულის გასვლის შემდეგ მწარმოებელმა შემოთავაზებულ ფასზე უარი ვერ თქვა და ავტომობილი კერძო კოლექციონერზე გაასხვისა.
Egoista მოძრაობაში 5,2 ლიტრიან V10 ძრავას მოჰყავს და აგრეგატი 600 ცხენის ძალას ავითარებს.