LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ტეტიაშვილი ქორწინდება: „ნამდვილ სიყვარულს 4 წლის წინ შევხვდი…“

117
სალომე ტეტიაშვილი

მომღერალი სალომე ტეტიაშვილი მალე დაქორწინდება. მისი რჩეული იურისტი გოძია ჭიკაიძეა. ამის შესახებ ის ჟურნალ „სარკეს“ უყვება:

„ნამდვილ სიყვარულს 4 წლის წინ შევხვდი და ნამდვილი სიყვარული ახლა მყავს გვერდით. ჩემი მეორე ნახევარი საერთო სამეგობრო წრეში გავიცანი. მაშინ 27 წლის ვიყავი. პირველ რიგში, ვიზუალით მოვიხიბლე, მასში ძალიან მომწონს, თავისუფლებას რომ მაძლევს და არ მზღუდავს. ჩემს საქმეში აბსოლუტურად თავისუფალი ვარ და პირად სივრცეში არ ვიზღუდები. ცხადია, მასში ბევრი სხვა თვისებაც მომწონს, მაგრამ ეს ძირითადია. თავად იურისტია.

დაოჯახებას აპირებთ?

ქორწინებას ვგეგმავთ“.

ინტერვიუს ვრცლად წაკითხვა შეგიძლიათ ჟურნალ „სარკის“ 5 თებერვლის ნომერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g