ჩინეთის პროვინციის ცზიანსუს ზოოპარკის თანამშრომლებმა ძაღლები შეღებეს, რათა ისინი ვეფხვებად გაესაღებინათ. New York Post-ის ინფორმაციით, მტაცებლის როლის შესასრულებლად მათ ჩაუ-ჩაუს ჯიშის ძაღლები აირჩიეს.
სკანდალში ზოოპარკი Qinhu Bay Forest Animal Kingdom გაეხვა. კადრებში, რომელიც ქსელში მოხვდა, კარგად ჩანს თუ როგორ დარბის ვეფხვის ფერებში შეღებილი ჩაუ-ჩაუ პატარა სივრცეში, რომელიც ხის გალავნითაა გარშემორტყმული.
ამ კადრებმა ჩინეთში ნამდვილი აჟიოტაჟი გამოიწვია. ერთნი ზოოპარკის თანამშრომლებს ტყუილში ადანაშაულებდნენ, სხვები კი – ცხოველების მიმართ არასათანადო მოპყრობაში. თავად ზოოპარკის თანამშრომლებმა ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს უთხრეს, რომ არავინ მოუტყუებიათ და ჩაუ-ჩაუ არა ვეფხვად არამედ „ვეფხვის მსგავს ძაღლად“ წარმოადგინეს.
![](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2025/02/2025-02-06_14-26-58_708566-768x1024.jpg)
საინტერესოა, რომ მსგავსი შემთხვევა ადრე ჩინეთის სხვა ზოოპარკშიც მოხდა და მაშინაც ვეფხვად ჩაუ-ჩაუს ჯიშის ძაღლი გადაღებეს.