ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე გახდა, საბჭოს ახლად არჩეული წევრი ნინო ჯელაძე კი ეროვნული ბანკის აღმასრულებელ რგოლში გადაინაცვლებს და ბანკის ვიცე-პრეზიდენტი იქნება.
შეგახსენებთ, გასულ კვირას საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ნათია თურნავა ეროვნული ბანკის პრეზიდენტად დანიშნა.