ირმა სოხაძე ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს იმის შესახებ, თუ რატომ არ აქვს არაფრის ხალისი:
„ბევრმა ჩემმა კოლეგამ დათმო ნებით ძალიან კარგი სამსახური და მე მათით ვამაყობ. ძალიან ძნელია, ჩვენს დროში ადგე და უცებ სახლში დაჯდე. პროტესტის ნიშნად მე ჩემი სტუდიაც დავხურე, საერთოდ, ყველაფერი გავაჩერე. არაფრის კეთება არ მინდა. ვისაც დღეს შეუძლია კონცერტებისა და მხიარული საღამოების გამართვა, ვითომც აქ არაფერი ხდება, რბილად რომ ვთქვა, მე იმ ადამიანების არ მესმის, ამიტომ მე ვერაფრით ვიქნები მათ ადგილას. რა გართობა და ტელევიზია?! ახლა ყველა ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად უნდა ვიყოთ მომართული…“
ინტერვიუს ვრცლად ჟურნალ „თბილისელების“ 24 თებერვლის ნომერში წაიკითხავთ.