LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში კორპუსის სახურავის ნაწილი ჩამოინგრა, დაშავდა ერთი ადამიანი

121
Screenshot_2025-02-27_180340_67c072a7bbe94

ბათუმში, „ოცნების ქალაქში“ ორსართულიანი კორპუსის სახურავის ნაწილი ჩამოინგრა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა. ის კლინიკაშია გადაყვანილი, მისი მდგომარეობა სტაბილურია.

ადგილზე აჭარის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე ჩავიდა.

მისი თქმით, კორპუსი ავარიულ მდგომარეობაშია და იქ მცხოვრები 23 ოჯახის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა მოხდება.

„მოქალაქეებს არაერთხელ შევთავაზეთ შენობის დატოვება. მათ სათანადო დახმარებას გავუწევთ და ქირით გაყვანას ვთავაზობთ“, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

მიუხედავად საფრთხისა, შენობის მცხოვრებლები გამოსახლებას ეწინააღმდეგებიან, ზოგი კი პირადი ნივთების გამოტანას ითხოვს.

ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g