ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში სტატუსს ავრცელებს და წერს, რომ გურიაში შტაბების დახურვა, სულაც არ ნიშნავს ადგილობრივ მოსახლეობაზე ზრუნვის შეწყვეტას.
როგორც ჟორჟოლიანი „ფეისბუკზე“ წერს, ადგილზე რჩებიან გურული მოხალისეები, რომლებიც მზად არიან დიდთოვლობით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად:
„ეჰ, მაინც ვერ გაუძლო ჩვენმა ძველმა სახლმა ბოლომდე ციცოს მცდელობის მიუხედავად..მეზობლის ბიჭები გვთავაზობდნენ დახმარებას, გამგებელიც, მაგრამ სახიფათო იყო და არ ავუშვით გადმოსათოვლად“ – რა ვიდეოს ავრცელებს 85 წლის ციცო კამკამიძის შვილი
85 წლის ციცო კამკამიძეს, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოთი გახდა ცნობილი, ძველი სახლი ჩამოენგრა.
„გურულებო, შტაბების დახურვა არ ნიშნავს თქვენზე ზრუნვის შეწყვეტას.
იცოდეთ ჩვენი სიყვარული სამუდამოა…
გურული მოხალისეები ადგილზე არიან და როგორც კი მივიღებთ შეტყობინებას, რომ თქვენს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, მაშინვე თქვენთან გავჩნდებით.
ადგილზე რჩება რამდენიმე მოხალისე, მათ შორის საბა, რომელიც გურულებთან ერთად დადის და ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხალხს სახურავების შეკეთებაში ეხმარება.
ასევე მინდა ნახოთ ვიდეოს სრული ვერსია რომელიც ოზურგეთის მერს, თუ მის მოადგილეს კონტექსტიდან ამოუჭრია.
ამ საუბრის დროს, ეკრანზე გადიოდა ბაბუს კადრები ცოცხლად რომ ლპება.
როგორც კი თოვლი დადნება, ამ და სხვა მოხუცებთან ჩამოსვლას ვაპირებთ მათი ჯოჯოხეთური ცხოვრება რომ შევცვალოთ.
თუ ვინმეს სიცოცხლესაც საფრთხე დაემუქრება იცოდეთ რომ უნდა დარეკოთ იგივე ნომრებზე სადაც რეკავდით და მაშინვე თქვეთან ვიქნებით“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.
გურულებო, შტაბების დახურვა არ ნიშნავს თქვენზე ზრუნვის შეწყვეტას. იცოდეთ ჩვენი სიყვარული სამუდამოა❤️🫂 გურული მოხალისეები ადგილზე არიან და როგორც კი მივიღებთ შეტყობინებას რომ თქვენს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, მაშინვე თქვენთან გავჩნდებით. ადგილზე რჩება რამდენიმე მოხალისე, მათ შორის Saba რომელიც გურულებთან ერთად დადის და ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხალხს სახურავების შეკეთებაში ეხმარება. ასევე მინდა ნახოთ ვიდეოს სრული ვერსია რომელიც ოზურგეთის მერს, თუ მის მოადგილეს კონტექსტიდან ამოუჭრია. ამ საუბრის დროს, ეკრანზე გადიოდა ბაბუს კადრები ცოცხლად რომ ლპება. როგორც კი თოვლი დადნება, ამ და სხვა მოხუცებთან ჩამოსვლას ვაპირებთ მათი ჯოჯოხეთური ცხოვრება რომ შევცცალოთ. თუ ვინმეს სიცოცხლესაც საფრთხე დაემუქრება იცოდეთ რომ უნდა დარეკოთ იგივე ნომრებზე სადაც რეკავდით და მაშინვე თქვეთან ვიქნებით 🚀
Posted by Nanuka Zhorzholiani on კვირა, 02 მარტი, 2025