LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: რიკი მარტინი კვლავ შეყვარებულია – ვინ არის 53 წლის არტისტის რჩეული

613
page

კარგა ხანია, პუერტორიკოელი მომღერლის, რიკი მარტინის პირად ცხოვრების შესახებ არაფერია ცნობილი, მოგეხსენებათ ის მეუღლეს ორი წლის წინ დაშორდა.

„მარტოხელა მამა“ – რიკი მარტინი შვილებთან ერთად გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს

ახლახან მედიაში რამდენიმე თვის წინ გადაღებული ფოტო/ვიდეო მასალა გავრცელდა. კადრები ლოს-ანჯელესში, LACMA Art & Film Gala-ზეა გადაღებული. წითელ ხალიჩაზე 53 წლის არტისტი მდოგვისფერ კოსტიუმში გამოჩნდა. ის პაპარაცების ობიექტივის წინაშე ავსტრალიელ მომღერალთან, 22 წლის როი სივანთან პოზირებდა. მათ ერთად გამოჩენას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ტაბლოიდები რიკის ახალ რომანზე ალაპარაკდნენ.

„აშკარად შეყვარებულია“, „ახლა ამ ბიჭს გააგიჟებს“, „შვილად ეკუთვნის“, „კარგი წყვილია“, – არ წყდება კომენტარები.

შეგახსენებთ, რიკი მარტინი და ჯოვანი იოსეფი 7 წლიანი ქორწინების შემდეგ ერთმანეთს ოფიციალურად ორი წლის წინ დაშორდნენ. წყვილმა განშორების შესახებ ინფორმაცია ერთობლივი განცხადების საშუალებით გაავრცელა. მათ 4 შვილი ჰყავთ.

ცნობისთვის, რიკი მარტინმა თავისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ 2010 წელს განაცხადა.

მეუღლესთან ოფიციალურად განქორწინების შემდეგ, რიკი მარტინმა ახალი სიყვარული იპოვა – უახლესი ფოტოები

ცნობილი გახდა რიკი მარტინისა და მისი ქმრის განშორების მიზეზი – წყვილთან დაახლოებული პირი სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები