ქსელში ვირუსულად ვრცელდება კადრი iHeartRadio Music Awards-იდან, რომელშიც მერაია ქერის შეწუხებული სახე ჩანს.
დაჯილდოებაზე ქერის Icon Award გადასცეს, მისი შემოქმედების პატივსაცემად კი სცენაზე, Muni Long და Tori Kelly წარდგნენ.
ინტერნეტმომხმარებლები წერენ, რომ მერაია Muni Long-ის შესრულებით დიდად არ მოხიბლულა.
საქმე ისაა, რომ მაშინ, როცა ეს უკანასკნელი ჰიტს – We Belong Together ასრულებდა, ქერის ემოციების დასაფიქსირებლად კამერა მისკენ მიმართეს, რამაც პერფორმანსით უკმაყოფილო საკულტო არტისტის სახე დააფიქსირა.