LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „სინამდვილეში საერთოდ არაფერი არ გაჩერდება, უბრალოდ სხვა ფორმას მიიღებს“ – მარიამ გეგუჩაძე „ნანუკას ფონდის“ დაყადაღებაზე

647
2025-03-19_01-18-05_508901

სხვა გზები მოიძებნება და სინამდვილეში საერთოდ არაფერი არ გაჩერდება, უბრალოდ სხვა ფორმას მიიღებს, – აღნიშნულის შესახებ ნანუკა ჟორჟოლიანის შვილმა, აქტივისტმა მარიამ გეგუჩაძემ „ნანუკას ფონდის“ დაყადაღებასთან დაკავშირებით „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, „ნანუკას ფონდი“ ადამიანების დახმარებას კვლავ გააგრძელებს და ეს პროცესი არ გაჩერდება.

„როდესაც ადამიანი მოდის და გეუბნება, რომ ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, როგორ შეიძლება გაგიჩნდეს ის კითხვა, ვინ შემოხაზე. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც იცი, რომ არსებობს ვიღაც, ვინც აუცილებლად დაგეხმარება. ისინი ცდილობენ, რომ სასოწარკვეთილ ადამიანებს, ერთადერთი მისასვლელი გზა ჩაუხერგონ.

სხვა გზები მოიძებნება და სინამდვილეში საერთოდ არაფერი არ გაჩერდება, უბრალოდ სხვა ფორმას მიიღებს. წარმოუდგენელია, როდესაც ასეთ მნიშვნელოვან საკითხს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას ეხება საქმე აუცილებლად მოიპოვება სხვა გზა. ფონდი იმ ფორმით რომლითაც წლებია არსებობს, ისევ გააგრძელებს ადამიანების დახმარებას და ეს პროცესი არ გაჩერდება“, – ამბობს მარიამ გეგუჩაძე.

ცნობისათვის, 17 მარტს, პროკურატურამ რამდენიმე ფონდის საბანკო ანგარიშებისა და მათზე არსებული თანხის დაყადაღებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

საგამოძიებო უწყების განცხადებაში წერია: „ე.წ. „ფონდები“ შეგროვებული ფინანსების ძირითად ნაწილს ახმარენ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტზე ბრალდებულ პირთა და მათი ოჯახის წევრთა ფინანსურ უზრუნველყოფას – საქართველოს პროკურატურამ სასამართლოს განჩინების საფუძველზე საქართველოში არსებულ ყველა საბანკო დაწესებულებაში განახორციელა „ნანუკას ფონდის“ , „ფროსფერითის“, „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“-ის, „სირცხვილიას“ და „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ საბანკო ანგარიშების და მათზე არსებული ფულადი სახსრების დაყადაღება“.

„ჩხრეკა რომ ჩატარდება, ველოდები, ბრალის წაყენებას… არ გამოვრიცხავ, მიუახლოვდნენ ჩემი დაკავების ამბავსაც“ – ნანუკა ჟორჟოლიანი

„მნიშვნელოვანია, პატიმრებმა იცოდნენ, რომ ფინანსური დახმარების გარეშე არ დარჩებიან“ – ნანუკა ჟორჟოლიანი

ნანუკა ჟორჟოლიანი: „ამდენი თვე რატომ ელოდებოდა პროკურატურა თუ დამნაშავე ვიყავი? რის ფასადაც არ უნდა დამიჯდეს, პატიმრების საპატიმრო ბარათების შევსება ყოველთვე მოხდება“

„ე.წ. „ფონდები“ მიღებული ფინანსური რესურსების ძირითად ნაწილს წარმართავდნენ კანონსაწინააღმდეგო და დანაშაულებრივი ქმედების ჩამდენი პირების წახალისებისთვის“ – პროკურატურა რამდენიმე ფონდის, მათ შორის „ნანუკას ფონდის“ ანგარიშების დაყადაღებაზე

ნინო წილოსანი: „ნანუკა ჟორჟოლიანის იაფფასიანი ვიდეოების მიღმა, როგორც ვხედავთ რევოლუციური პროცესების და გადატრიალების დაფინანსება იმალებოდა“

მამუკა მდინარაძე: როდესაც გეუბნებიან: „დააშავე, ჯარიმას გადაგიხდი “, ეს არის სახელმწიფო ფუნქციის გაუქმების მცდელობა – სახელმწიფოს ჩამოშლის მცდელობაა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g