LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აივიმ და ავამ იციან, როცა ღამდება და ცაზე ვარსკვლავი აციმციმდება გოგოჩა ბაბუა!… ანათე გოგიჩა ბაბუ, ჩვენ ყველგან გვწვდები, გვათბობ, ყველა ნაბიჯზე შენი სიყვარულით გვხვდები!“ – გიორგი გოგიჩაიშვილის იუბილესთან დაკავშირებით, ნათია ბანძელაძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს

1349
ნათია ბანძელაძე

გიორგი გოგიჩაიშვილი 57 წლის გახდებოდა. დაბადების დღესთან დაკავშირებით, გიორგის მეუღლე, ჟურნალისტი ნათია ბანძელაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

„გოგიჩა 57 💝 იყო და არა იყო რაა… რა იქნებოდა ამ ქვეყნად სიკეთეზე უკეთესი, იყო, არის და იქნება ჩვენი გოგიჩა 🌟… აივიმ და ავამ იციან, როცა ღამდება და ცაზე ვარსკვლავი აციმციმდება გოგოჩა ბაბუა! 💫როცა თენდება და ცა ფერადდება ღრუბლებით და მზის სხივებით, გოგიჩა ბაბუ სამყაროს გვიფერადებს🌈 როცა ქუჩაში კეთილი ადამიანები გვხვდებიან გოგიჩა ბაბუ გვიგზავნის! ☀️☀️☀️ მაგრამ აივიმ მაინც კითხულობს დაჟინებით: „გგიჩა ბაბუ რატომ არ დაგველოდა, რატომ გადაწყვიტა იყოს ვარსკვლავი… 💫 … ანათე გოგიჩა ბაბუ, ჩვენ ყველგან გვწვდები, გვათბობ, ყველა ნაბიჯზე შენი სიყვარულით გვხვდები! იყო და არა იყო რა , იყო მზესავით ბიჭი გოგიჩა და გადაწყვიტა ვარსკვლავი გამხდარიყო…

ნათია ბანძელაძე: „აივი – გოგიჩას სიყვარულის ნაყოფია, დღეს უკვე 3 წლის ვართ! ჩემი ბედნიერების ფრთები ხარ ბე“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g