LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიყვარულს ასაკი არ აქვს – ვნებიანი კოცნა და ბედნიერებისგან ფრთაშესხმული 75 წლის მერილ სტრიპი – წყვილის უახლესი ფოტოები

312
page

ინტერნეტსივრცეში 75 წლის მერილ სტრიპისა და 74 წლის მარტინ შორთის ახალი ფოტოები გავრცელდა. წყვილი ნიუ-იორკში გადაიღეს. ერთ-ერთ კადრში ისინი ვნებიანად კოცნიდნენ ერთმანეთს. ორივე საოცრად ბედნიერად გამოიყურებოდა. ჯერჯერობით უცნობია, ეს კადრები რეალურია, თუ სერიალის „მკვლელობა ერთ შენობაში“ გადაღებებიდან გახლავთ წარმოდგენილი.

როცა, 75 წლის ასაკში, ახალ ცხოვრებას იწყებ – მერილ სტრიპი და მარტინ შორთი ქორწინდებიან

ცნობისთვის, ორი თვის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ მერილი და მარტინი შეყვარებულები არიან. როგორც გამოცემა „ფეიჯ სიქსი“ წყვილის უახლოეს გარემოცვაზე დაყრდნობით წერს, სტრიპი და შორთი ერთი წელია ერთმანეთს ხვდებიან. მათი ურთიერთობის შესახებ მათმა ოჯახებმაც იციან და ამ რომანის მიმართ ყველა კეთილგანწყობილია. მეტიც, წყაროს ცნობით მალე ისინი დაქორწინებას გეგმავენ.

გამოცემა, New Idea-ის ინფორმაციით, ისინი უკვე ადგილს არჩევენ, სავარაუდოდ ცერემონიალი სანტა-ბარბარაში შედგება. გამოქვეყნდა სტუმრების სიაც. მათ ქორწილს ტომ ჰენქსი და მისი მეუღლე რიტა უილსონისტივ მარტინისელენა გომესიშერივაიოლა დევისი და ტრევის ულმანი და სხვა ვარსკვლავები დაესწრებიან.

„მერილს არ უყვარს ხმაური და აჟიოტაჟი, თუმცა, ორივე მათგანი კარგ კომპანიას აფასებს“ – აცხადებს ინსაიდერი.

შეგახსენებთ, მათ რომანზე საუბარი ჯერ კიდევ გასულ წელს დაიყო. წყვილი ერთმანეთს დიდი ხანია იცნობს, თუმცა, მათი საბედისწერო შეხვედრა სერიალში „მკვლელობა ერთ შენობაში“ შედგა.

ოფიციალურად დადასტურდა, რომ 75 წლის მერილ სტრიპი და 74 წლის მარტი შორთი შეყვარებულები არიან

სად იქორწინებენ 75 წლის მერილ სტრიპი და მარტინ შორთი – უახლესი დეტალები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები