გუშინ მტკვარში დაკარგული გიორგი შამუგიას ცხედარი იპოვეს.
გიორგის მაშველები 10 დღის განმავლობაში ეძებდნენ.
„ბავშვობიდან ძმაკაცობდით,
ერთად წახვედით. მიყვარხართ გულში. თქვენი ძმობა უსასრულოდ იქითაც გააგრძელეთ. ჩვენი გაბი და სანდრო დაიცავით…“, – წერს სოციალურ ქსელში უტა ელიავას მეუღლე გვანცა გოროზია.
შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა 14 მაისის ღამეს მოხდა – ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროსთან გადავარდა ავტომობილი, რომელშიც 4 ადამიანი იმყოფებოდა. 1 პირი მაშველებმა შემთხვევიდან მალევე ამოიყვანეს.
პოლიციამ, ასევე 23 წლის ახალგაზრდა დააკავა, რომელსაც მომხდარ ავარიაში ადანაშაულებენ.