კანიე უესტისა და კიმ კარდაშიანის ქალიშვილმა, ნორთ უესტმა, 12 წლის იუბილე მექსიკაში, მეგობრებთან და დედასთან ერთად აღნიშნა.
კიმმა სპეციალურად ამ დღისთვის სანაპიროზე მდებარე ვილა იქირავა. მოგვიანებით, წვეულება ძვირადღირებულ იახტაზე გაგრძელდა.
„ჩემი პატარა ნორდი უკვე 12 წლის გახდა. დღეს ძველ ფოტოებს ვუყურებდით ერთად და ბევრს ვიცინოდით, ისეთი პატარა იყავი. შენი დედობა ჩემი ცხოვრების ყველაზე განსაკუთრებული რამაა. მიყვარხარ უსასრულოდ და ყოველთვის შენს გვერდით მიგულე“, – ამ სიტყვებით მიულოცა იუბილე ქალიშვილს კიმმა და საარქივო ფოტო გაავრცელა.
ცნობისთვის, ვარსკვლავური წყვილის უფროსი ქალიშვილი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ის აქტიურად იღებს მონაწილეობს მამის პროექტებში და სცენაზეც ხშირად ჩნდება.
„ველით კიმის რეაქციას“ – ბიანკა ჩენსორი უესტისა და კარდაშიანის შვილით ხელში გადაიღეს
კიმ კარდაშიანი და ბიანკა ჩენსორი კანიე უესტის წვუელებაზე ერთად „აჯაზებენ“



