„ჩემი საამაყო მეკო… გაუფრთხილდით ამ ხალხს, საქართველოს კინო და თეატრის ისტორია დაწერეს და თითზე ჩამოსათვლელები დარჩნენ, ჩემი საგანძური, ჩემი ბებო…“ – წერს ნანუკა გოგიჩაიშვილი და აქვეყნებს ინტერვიუს, რომელიც მსახიობ ნანა დათუნაშვილთან არის ჩაწერილი.
მსახიობი აღნიშნავს, რომ როლს სრულ ელოდება: „ძალიან გამიჭირდა გოგიჩას გარდაცვალება, ღმერთო, რა ვქნა, სად წავიდე-მეთქი, ვფიქრობდი, იქნებ ვინმემ გადაღებაზე დამიძახოს-მეთქი და მართლა არ გამომიძახეს სერიალზე? მსახიობს შრომა ყველაფრისგან ათავისუფლებს, ყველაფერზე წინ მოდის, გავიწყებს, შვებას, სიამაყეს და სიხარულს გაძლევს… თეატრმა მომცა დიდი სიყვარული, იქ გავიცანი და მთელი ცხოვრება ვიცხოვრე დიდ სიყვარულში. კმაყოფილი ვარ ჩემი თავის, რადგან უფრო ოჯახის ადამიანი ვიყავი. არაფერს და არავის ოჯახზე წინ არ დავაყენებდი. ამითაც კმაყოფილი ვარ. ახლა ყველაფერს ვიმკი ჩემს შვილებში, შვილიშვილებში, სიძეებში, ძალიან იშვიათია, რომ ასე დაგიფასონ, ასე პატივი გცენ. ხელისგულზე მატარებენ…“