LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორძის, Mechanical Rainbow-ის და სტეფანეს ახალი კომპოზიციის პრემიერა „ფორტუნა პლუსზე“ – „ძალიან დიდი კრეატივი გჭირდება, რომლითაც შეძლებ გაუწიო კონკურენცია თუნდაც უცხოელ არტისტებს, რომლებსაც საქართველოში უსმენენ…“

463
page

მიკი ჯეჯელავას გადაცემაში, „ფორტუნა პლუსის“ ეთერში, „უსმინე ახალს“ მუსიკოსები – კორძი და Mechanical Rainbow-ის სოლისტი დადუ, რომელთაც სტეფანესთან ერთად ჩაწერილი ახალი კომპოზიცია პირველად გააჟღერეს რადიოეთერში.

კორძი:

გვიხარია, რომ როგორც იქნა, თქვენს რადიოში გაჟღერდება ჩვენი ხმა. ძალიან კარგია რადიოს ფორმატი და მუსიკაზე ლაპარაკი, აქაც და საზღვარგარეთაც.

სამწუხაროდ, ქართულ მუსიკალურ სივრცეში არტისტები განსაკუთრებული აქტიურობით არ გამოირჩევიან, წელიწადში ერთხელ აკეთებენ ტრეკს… თქვენ შემთხვევაში ამას ვერ ვიტყოდი, რადგან ბოლო ორი წელია, აქტიურად ჩანხართ ასპარეზზე…

ორი წლის წინ გადავწყვიტე, რომ მუსიკის დარელიზება სერიოზულად უნდა დამეწყო. ქართულ მუსიკალურ სივრცეშია ასეა, უკრავ კონცერტებს, როგორც მუსიკოსს, შემოსავალი ამ მხრივ გაქვს. დამავიწყდა, რომ მუსიკის გამოშვება, როგორც პროფესია, პონტია. ორი წლის წინ ისევ დავიწყე, ერთი წლის წინ „რეინბოუები“ გავიცანი და ერთად დავიწყეთ ეს საქმე. ეს უკვე ჩვენი ერთობლივი მეორე რელიზია.

ჯგუფის შემთხვევაში, ალბათ, სხვანაირად არის? ერთმანეთს აძლევთ სტიმულს?

დადუ:

რა თქმა უნდა, მაგრამ როცა კორძს შევხვდით, ბოლომდე გუნდურად არ ვმოღვაწეობდით, ორი ადამიანი ვიყავით, რომელიც კრეატიულად უდგებოდა საქმეს. მაშინ „სდექ“ გავაკეთეთ.

კორძი:

სტეფანესთან 2020 წლიდან დაწყებული რაღაცას ვაკეთებდი, „სდექის“ ინსტრუმენტალი ჯერ მას ვაჩვენე, თუ უნდოდა, რამე ჩაეწერა, რამდენიმე დღის შემდეგ, „რეინბოუები“ მოვიდნენ ჩემთან, შემთხვევით, მათი სტილი არ არის 90-იანი წლების ჰაუსი, გასართობად ვაჩვენე, მოდი, ამაზე დავწეროთ ჰუქიო, რაც დადუს ძალიან კარგად შეუძლია. ბევრმა შეიძლება არ იცის ეს…

შემთხვევით არაფერი ხდება, მაგრამ მაინც სად და როდის იფიქრეთ, რომ თქვენი მუსიკა ერთმანეთს კარგად შეერწყმებოდა?

დადუ:

ჩვენ, როგორც ბენდმა, კორძის შესახებ გავიგეთ პანდემიის პერიოდში მუსიკალური პლატფორმიდან „ცა“, სადაც მუსიკოსების სახლში დაკრული კომპოზიციები ქვეყნდებოდა. ამ ამბიდან ხუთი წელი გავიდა უკვე. ძალიან მომეწონა მისი სტილი, საინტერესო კომპოზიციებს უკრავდა კლავიშზე. გვინდოდა, რომ ერთმანეთს გადავკვეთოდით, ერთ-ერთ ლაივზე ერთმანეთს შევხვდით. ამ დროს ვაჩვენეთ ჩვენივე დაწერილი კომპოზიცია სახელად „კორძ“.

კორძი:

ვიფიქრე, რა საყვარელი ბენდია-მეთქი. შემდეგი ორი წელი ერთმანეთს ვხედავდით უნივერსიტეტის გაჩერებაზე.

დადუ:

ჩვენ რაღაც პერიოდი შრი ლანკაზე ვცხოვრობდით და რომ დავბრუნდით, ჩვენმა ბასისტმა მისწერა კორძს კოლაბორაციაზე. ვაჩვენეთ რაღაცები, ვილაპარაკეთ და მაშინ გვითხრა, რომ სტეფანესთან კოლაბორაციაზე ფიქრობდა… მე ვეძებ ასეთ ადამიანებს, ვისთანაც კოლაბორაცია შეიძლება.

კარგია, ეს რომ ახსენე. წინა ოთხშაბათს ჩვენს ეთერში შედგა ნინი ბადურაშვილის ახალი სიმღერის პრემიერა. ჩვენი საუბრის მიწურულს ვკითხე, ვისთან მოისურვებდა კოლაბორაციას, ბევრი არც უფიქრია, პირდაპირ დაგასახელა შენ. დავპირდი, რომ მომდევნო ოთხშაბათს გეტყოდი ამის შესახებ…

კორძი:

საინტერესოა, რომელ კომპოზიციას უნდა მოვუსმინო. მომწონს დისკო, ძალიან კარგია… სახლში ჩავუჯდები, მოკითხვა გადავცეთ… რაც შეეხება კოლაბებს, მისწორდება, რომ სხვადასხვა არტისტთან შეგიძლია თანამშრომლობა. მაგალითად, ნანისთან, რაც ჩემთვის დიდი გამოცდილება იყო, „რეინბოუებთან“, სტეფანესთან, სვანურ ხალხურ ბენდთან თუ ნიკოლოზ რაჭველის ორკესტრთან ერთად. საქართველოში, მგონია, ბევრად ადვილია, საზღვარგარეთ ამას უნდა დათანხმდეს ლეიბლი, არტისტი, აგენტი, უნდა გადაიხადო დიდი თანხა, ჩვენთან კი არტისტი იმავე ქუჩაზე შეიძლება ცხოვრობდეს და პირდაპირ შეუთანხმდე…

რა უნდა გააკეთოს ქართველმა არტისტმა, რომ თავისი ცხოვრება უზრუნველყოს თავისი შემოქმედებით?

დადუ:

ამაზე ფიქრი ყოველდღე გვიწევს, მაგრამ ერთი პასუხი არ არსებობს. ძალიან დიდი კრეატივი გჭირდება, რომლითაც შეძლებ გაუწიო კონკურენცია თუნდაც უცხოელ არტისტებს, რომლებიც საქართველოში ისმინებიან. ფიზიკურად და მენტალურადაც უნდა იყო ფორმაში, რომ გამოწვევებისთვის მზად იყო. აქ შეიძლება იმალებოდეს რეცეპტი…

თქვენს შემოქმედებას საზეიმო ელფერი აქვს და ამაღლებული განწყობა… მოდი, განვიხილოთ ეს ნამუშევარი, რომელიც დარწმუნებული ვარ, მსმენელისთვის საყვარელი ტრეკი გახდება.

კორძი:

იმედია, რადგან ბოლო რვა თვეა მას ვუსმენთ და მასზე ვმუშაობთ. ორივეს გვიყვარს 80-იანი წლები. მინდოდა, ისეთი საუნდი ყოფილიყო, როგორც 80-იანებში მიქსავდნენ. სტეფანეს ჩართვა მერე მოხდა და ამისთვის კაი ხანს ვეძებდით ვოკალს, დადუმ დაწერა მელოდია, რომელიც ძალიან ჰგავდა სტეფანეს „შენზე არის ეს სიმღერა“. სტეფანემ თქვა, ბარემ ჩემს სიმღერას ვიმღერებო. სტეფანეს ძალიან მაგარი ხმა აქვს. როცა ხმას იწერ, ზოგ ადამიანს სჭირდება, რომ ძალიან დაამუშავო, მას კი ეს არ სჭირდება… ბექვოკალში ძირითადად, მე და დადუ, ასევე ჩემი შეყვარებული ნენიც არის, რომელიც თითქმის ყველა ტრეკშია ბექში, სადაც მაღალი ნოტები გვჭირდება… ბოლო რამდენიმე ტრეკში სულ ვმღერი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები