LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთში რეკორდულ სიღრმეზე XVI საუკუნის გემი იპოვეს

112
Screenshot 2025-06-26 094708

საფრანგეთის სანაპიროსთან აღმოაჩინეს XVI საუკუნის ჩაძირული გემი. ხომალდი 2 567 მეტრის სიღრმეზე იპოვეს, რაც ყველაზე ღრმა აღმოჩენაა მსგავსი ტიპის როგორც ხმელთაშუა ზღვაში, ისე საფრანგეთის ტერიტორიულ წყლებში. სიახლის შესახებ Smithsonian magazine წერს.

მკვლევართა ვარაუდით, გემი იტალიიდან მოდიოდა და თან კერამიკის ტვირთი მოჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ გემის ნაწილებთან ერთად მეცნიერებმა მრავლად ნახეს თანამედროვე ნაგავიც, თვითონ არტეფაქტი თითქმის ხელუხლებლადაა შენარჩუნებული.
აღმოჩენას ექსპერტებმა ზღვის ფსკერის გეგმური კვლევისას მიაგნეს, როდესაც წყალქვეშა დრონმა დიდი ობიექტი დააფიქსირა, ხოლო შემდეგ დეტალური ფოტოებიც გადაიღო.
ხომალდის გემბანზე იპოვეს:

200 ცალი თიხის ჭურჭელი (ზოგიერთზე ქრისტიანული სიმბოლოებითა და ორნამენტებით), დაახლოებით 100 თეფში, ორი ქვაბი, ღუზა და ექვსი ქვემეხი.

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ეს ტვირთი, სავარაუდოდ, იტალიის ლიგურიის რეგიონში იყო წარმოებული.

მომდევნო ორ წელიწადში მკვლევრები გეგმავენ: გემის 3D-მოდელის შექმნას, არტეფაქტების სრულად ამოღებას და მათ დეტალურ შესწავლას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები