სკანდალური ჰიპ-ჰოპ არტისტის, კანიე უესტის არანაკლებ სკანდალური მეუღლე, ბიანკა სენსორი უკვე კარგა ხანია მედიის საყვარელი სამიზნეა. მისი ყოველი გამოჩენა სენსაციად იქცევა ხოლმე, რადგან ის მუდამ ექსტრემალურად თამამი „ლუქებით“ ჩნდება საზოგადოების წინაშე.
ამჯერად კი მედიაში აქამდე უცნობი და შოკისმომგვრელი ინფორმაცია გავრცელდა. წყაროს ცნობით, ბიანკა ყოველი ეპატაჟური „ლუქის“ სანაცვლოდ, მეუღლისგან თანხას იღებს.
წყაროს ცნობით, ქორწინებიდან დღემდე ბიანკამ უკვე 3 მილიონი დოლარი დააგროვა. ცნობილი ხდება, რომ ბიკინით გამოჩენაში სენსორიმ 100 000 $ აიღო. „გრემის“ წითელ ხალიჩაზე ბიანკას სრულად შიშველი გამოსვლა კი კანიეს 120 000 $ დაუჯდა.
კვლავ კანიე უესტის ცოლი და კვლავ შიშველი – ბიანკა სენსორის უახლესი ფოტოები ესპანეთიდან
ფოტო: ბიანკა სენსორი გვაჩვენებს, თუ როგორ დასრიალებს შიშველი გორგოლაჭებზე














