მსახიობ ნანუკა გულუას ერთი თვის წინ მესამე შვილი შეეძინა – მან გოგონას კირა დაარქვა.
ახალშობილის ფოტოებს მსახიობი სოციალურ ქსელში საკუთარ გამომწერებს ხშირად უზიარებს.
ამჯერად, ნანუკა გულუამ „ფეისბუკში“ ფოტოსესიიდან უახლესი ფოტოები გაავრცელა – ნანუკას უფროსი ქალიშვილი – ნინა და პატარა კირა კადრებში ერთად პოზირებენ.
თეთრ და ვარდისფერ ულამაზეს სამოსში გამოწყობილი გოგონების ახალმა კადრებმა გამომწერებისგან უამრავი კომპლიმენტი დაიმსახურა.
„კირა მადლობა ღმერთო!“ – წერს ნანუკა გულუა სოციალურ ქსელში.
ფოტოსესიის ავტორი: home.studiophotographyy
კირა ❤️ მადლობა ღმერთო! @home.studiophotographyy
Posted by Nanuka Gulua on პარასკევი, 18 ივლისი, 2025
ვიდეო: კახა კაშია შვილებთან ერთად მხიარულ დროს ატარებს – ნანუკა გულუა ოჯახურ კადრებს გვიზიარებს