„ბრალდების და მისი ბრალდებების სრული კოლაფსი, ჩვენ წინ იწერება „სისტემური სიცრუის ქრონიკა” , – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ზურაბიშვილი „ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს ეხმაურება.
ვოლსკი ამაღლობელზე: „პოლიციელისთვის არა თუ ხელის დარტყმა, უხეში სიტყვის თქმაც კი დემოკრატიულ ქვეყნებში სერიოზული სასჯელის წინაპირობა ხდება – საქართველოს წინააღმდეგ სცენარში ერთ-ერთი დეტალი პოლიციელისთვის შეურაცხყოფაა“
ვოლსკიმ ამავე კონტექსტში აღნიშნა, რომ პოლიციელისთვის ხელის გარტყმა გარკვეული წინასწარდაგეგმილი ქმედებაა იმისთვის, რომ დაუსჯელობის და განუკითხაობის ატმოსფერო შეიქმნას.
„მზიას სასამართლო: სამი საათია, რაც ძალიან დეტალურად, ნათლად, კვალიფიციურად და დამაჯერებლად ადვოკატი ასაბუთებს, თუ რამდენი ტყუილი, რამდენი ცრუ ჩვენება წარმოადგინეს მოწმე პოლიციელებმა…
ერთმანეთთან შეუთავსებელი სიცრუე, რომელიც „არ იფუთება”, ურთიერთსაწინააღმდეგო, წარდგენილ ვიდეო მტკიცებულებებთან შეუსაბამო… დაცვის კითხვებს გაუცემელი პასუხები, გამოუსწორებელი უზუსტობები, ცვალებადი ვერსიები, ბრალდების მხარის და მისი მოწმეების ( ყველა მოწმე პოლიციელია და “დაზარალებული პოლიციელის” თანამშრომელი)”.
ბრალდების და მისი ბრალდებების სრული კოლაფსი…
ჩვენ წინ იწერება „სისტემური სიცრუის ქრონიკა“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
ცნობისთვის, ზურაბიშვილი ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის პროცესზე დასასწრებად მივიდა.