LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთში უცხო ადამიანების ქორწილში მისვლა 150 ევროდ იქნება შესაძლებელი

115
5189

საფრანგეთში უჩვეულო სტარტაპი ამუშავდა, ამიერიდან ქორწილში წასვლის მსურველებს შეუძლიათ გარკვეული თანხის სანაცვლოდ უცნობი ადამიანების დღესასწაულს შეუერთდნენ. სიახლის შესახებ the Guardian-ი წერს.

სერვისს Invitin დაარქვეს და როგორც მისი დამფუძნებელი აზუსტებს, თითო ქორწილში მხოლოდ 5-დან 10-მდე „ფასიანი“ სტუმრის დასწრებაა შესაძლებელი და ფასი 150 ევრომდეა.

მსურველებს სპეციალურ აპლიკაციაში შეუძლიათ რეგისტრაციის გავლა, მექორწილე წყვილი კი სასურველ სტუმრებს თავად აარჩევს.

როგორც ერთ-ერთმა სიძე-პატარძალმა განაცხადა, საქმე მხოლოდ ფულში არ არის, თუმცა ეს ნამდვილად სასიამოვნო ბონუსია. მათი აზრით, 5 ახალი სტუმარი საღამოს უფრო მრავალფეროვანს გახდის და დანარჩენი სტუმრებიც ბევრად უკეთ გაატარებენ დროს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები