LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „პლასტიკური ქირურგიისთვის არასდროს მიმიმართავს!“ – კენდალ ჯენერის წარმოუდგენელი ტრანსფორმაცია

1449
page

პლასტიკური ქირურგიისა და ინექციური კოსმეტოლოგიის ეპოქაში უკვე აღარავის უკვირს გარეგნობის მკვეთრი ცვლილება. თუმცა, მაინც მოიძებნებიან ისეთი ვარსკვლავები, რომლებიც კატეგორიულად უარყოფენ რაიმე ქირურგიულ ჩარევას, თუმცა ფოტოები საპირისპიროს ამტკიცებენ.

მათ რიცხვში უამრავი ცნობილი სახეა, მათ შორის ძალიან წარმატებული მოდელი, „კარდაშიანების კლანის“ ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი, კენდალ ჯენერი.

კენდალის გარეგნობამ, განსაკუთრებით 2010-იანი წლებიდან მოყოლებული განიცადა ტრანსფორმაცია. თუ მის ძველ ფოტოებს შევადარებთ დღევანდელ იერსახეს, აშკარად შევამჩნევთ უფრო დახვეწილ და სწორ ცხვირს, უფრო სავსე ტუჩებს, მკვეთრ ყვრიმალებსა და ყბის ხაზს, გამოკვეთილ ოვალსა და „აქაჩულ თვალებს“, ე.წ. Fox Eye ეფექტს.

ყოველივე ამის გათვალისწინებით რომ შევაჯამოთ, 29 წლის მოდელს წლების განმავლობაში ისეთი პლასტიკური ოპერაციებისთვის და ინექციური კოსმეტოლოგიისთვის მიუმართავს, როგორებიცაა: რინოპლასტიკა(ცხვირის ოპერაცია), მამოპლასტიკა(მკერდის გადიდება), ბოტულინოთერაპია, სახის ოვალის კორექცია ფილერით, ტუჩის აუგმენტაცია(ტუჩის გადიდება), თვალის ლიფტინგი ძაფებით…

თუმცა, თავად მოდელი კატეგორიულად უარყოფს რაიმე ტიპის ჩარევას და აცხადებს:

„პლასტიკური ქირურგიისთვის არასდროს მიმიმართავს! როგორც მოდელი, რატომ უნდა მიმემართა რაიმე ტიპის ჩარევისთვის? ეს აბსურდია! ჩემი გარეგნობა, ჩემი კარიერის ნაწილია და ნებისმიერი ასეთი ჩარევა მას საფრთხეს შეუქმნის“.

ვიდეო: კენდალ ჯენერის კითხვა, რომელზეც პასუხს ჰარი სტაილზმა თავი აარიდა

უმშვენიერესი ამორძალი – კენდალ ჯენერი „ვოგის“ გარეკანზე და ბრენდების ცვენა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები