LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,მომავალ წელს შევხვდებით” – 6 წლის შემდეგ, არიანა გრანდე ტურნეს გამართავს

149
photo-collage.png (1)

6 წლის შემდეგ, არიანა გრანდე ტურნეს გამართავს. აღსანიშნავია, რომ მეშვიდე სტუდიური ალბომის – Eternal Sunshine მხარდასაჭერი მსოფლიო ტურნეს ოფიციალურ ანონსამდე, არტისტმა ქსელში ვიდეო გაავრცელა, რომელშიც – ,,მომავალ წელს შევხვდებით” იკითხებოდა. პოსტის გავრცელებით ნათელი გახდა, რომ მომღერალი მსმენელს მნიშვნელოვანი სიხლისთვის ამზადებდა, რამაც არ დააყოვნა.

ცნობილი გახდა, რომ The Eternal Sunshine Tour ლიმიტირებული კონცერტების სერიით, 2026 წლის 6 ივნისიდან 23 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება და 27 შოუთი, ჩრდილოეთ ამერიკასა და ინგლისს მოიცავს.

მსმენელის მოთხოვნისა და მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, გამორიცხული არ არის ტურნეს ახალი თარიღებიც დაემატოს.

შეგახსენებთ, რომ არიანა გრანდემ მეშვიდე სტუდიური ალბომი – Eternal Sunshine, 2024 წლის 8 მარტს გამოუშვა. ბოლოს, ის ტურნეში 2019 წელს, მეოთხე და მეხუთე სტუდიური ალბომების – Sweetener (2018) და Thank U, Next (2019) მხარდასაჭერად იმყოფებოდა. მეექვსე სტუდიური ალბომის – Positions (2020) მხადასაჭერი ტურნე მას არ გაუმართავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები