LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე: „საქართველოს დაანებოს ყველამ თავი, ზელენსკიმ მიხედოს თავის ქვეყანას, ისაუბროს იმაზე, თუ რა დაკარგა, რა მოუწყო საკუთარ ხალხს, ქვეყანას… გავა დრო და მოუწევს პასუხის გაცემა“

120
კახა კალაძე

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს მისამართით გაკეთებულ განცხადებას, თბილისის მერი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე გამოეხმაურა.

ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ კახა კალაძემ განაცხადა, რომ ზელენსკიმ საკუთარ ქვეყანას უნდა მიხედოს. მისივე სიტყვებით, „გავა დრო და ვოლოდიმირ ზელენსკის პასუხის გაცემა მოუწევს“.

„საქართველოს დაანებოს ყველამ თავი! ზელენსკიმ მიხედოს თავის ქვეყანას, ისაუბროს იმაზე, თუ რა დაკარგა, რა მოუწყო საკუთარ ხალხს, ქვეყანას. იმაზე დიდი უბედურება, რაც უკრაინაში ხდება მისი უშუალო მონაწილეობით და ჩართულობით… რა თქმა უნდა, გავა დრო და მოუწევს პასუხის გაცემა.

ჩვენს ქვეყანას და ხალხს თავი დაანებონ. ჩვენ ჩვენს ქვეყანასაც მივხედავთ, მშვიდობასაც დავიცავთ და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას გავაგრძელებთ“, – თქვა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს თქვა: „ჩვენ ევროპაში საქართველო უკვე დავკარგეთ“. მისივე განცხადებით, საქართველოში ადამიანის უფლებების და სახელმწიფო სისტემის ევროპული ბუნების შევიწროება ხდება და საქართველო რუსეთზეა დამოკიდებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g