LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „უცხო გრძნობაა, გადავდივართ იმ სახლიდან, ის ჩვენი არ იყო…ასე უცებ ვიქირავე ბინა“ – თამო ვაშალომიძე ახალი საცხოვრებლიდან კადრებს გვიზიარებს

3190
2025-10-13_23-04-48_198641

ფოტომოდელი, ინფლუენსერი და თავის მოვლის ბრენდის „თამოსკინის“ დამფუძნებელი თამო ვაშალომიძე შვილებთან ერთად ახალ ბინაში იცხოვრებს, რომელსაც თვის ბოლოდან იქირავებს.

ინფორმაციას თამო სოციალურ ქსელში ავრცელებს და ახალ ბინიდან კადრებს გვიზიარებს.

„ეს იქნება ჩვენი ახალი სახლი თვის ბოლოდან. გადავდივართ იმ სახლიდან, რაღაც მიზეზების გამო, ის ჩვენი სახლი არ იყო. აქვს დიდი აივანი სახლს და როგორც გიჟი დედა, უნდა დავალუქინო.

უცხო გრძნობაა, აი თითქოს რაღაც ახლიდან რომ იწყებ, მაგრამ არაუშავს. ახლა არ მქონდა იმის საშუალება, რომ 5 ოთახიანი ბინა მეყიდა. მაქვს ერთ ოთახიანი გაქირავებული, თუმცა იქ ვერ დავეტეოდით. ასე უცებ ვიქირავე ბინა. პირობას ვაძლევ საკუთარ თავს, მომავალ წელს ჩემი სახლი მექნება“, – ამბობს თამო ვაშალომიძე.

აღსანიშნავია, რომ თამო ვაშალომიძე თავის ქმარს დაშორდა. აღნიშნულის შესახებ მან ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემაში განაცხადა. როგორც ინფლუენსერმა ისაუბრა, ამ თემაზე საუბარი მისთვის ძალიან რთულია.

„ამ თემაზე ჩემთვის ძალიან რთულია საუბარი. არ ვიყავი მზად ამ სიტყვებისთვის, მაგრამ მე და აკა დავშორდით. ბევრი ადამიანი მეკითხებოდა, აკა ჩემ ვიდეოებში რატომ არ ჩანდა. ახლა ვიტყვი საბოლოოდ, რამდენიმე თვეა დაშორებულები ვართ. ჩემი ტვინის რაღაც ნაწილს იმდენად არ ჰქონდა დასრულებული ეს ურთიერთობა, რომ არ ვიყავი მზად ამ სიტყვებისთვის“, – თქვა თამო ვაშალომიძემ.

„რთულია, როცა დასრულებაზე არ ფიქრობ და სრულდება, როცა ექვსწლიანი ურთიერთობაა, რთულია თამამად თქვა, რომ დავშორდით“ – რას ამბობს თამო ვაშალომიძე მეუღლესთან დაშორებაზე

„ძალიან გახარებული ვარ, არ ვაპირებდი ამის თქმას, მაგრამ ვერ მოვითმენ…“ – თამო ვაშალომიძე Roberto Cavalli-ის დახურულ ღონისძიებაზე მიიწვიეს

ვიდეო: მორიგი ბრწყინვალე წარდგენა მილანის მოდის კვირეულზე – რა კადრებს გვიზიარებს თამო ვაშალომიძე

ვიდეო: „ძალიან დიდი მადლობა ასეთი თბილი მესიჯებისთვის, გვერდში დგომისთვის, უდიდესი ძალაა ქალბატონებო თქვენგან ჩემ მიმართ, ზუსტად თქვენ ხართ მოტივაცია და ძალა, მიყვარხართ“ – თამო ვაშალომიძე

„ურთულეს, ჯოჯოხეთურ გზას გავდივარ მარტის მერე“- თამო ვაშალომიძე გამომწერებს თხოვნით მიმართავს

ვიდეო: „მატილდა რომ გამოჩნდა, ფეხზე წამოვდექი და მინდოდა ჩავხუტებოდი“ – ორი ქართველი მილანის მოდის კვირეულზე – რა კადრებს აზიარებს თამო ვაშალომიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g