LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Toyota-ს იმაზე წარმატებული წელი ექნება, ვიდრე ვარაუდობდა

109
Toyota-ს იმაზე წარმატებული წელი ექნება, ვიდრე ვარაუდობდა

იაპონურმა ავტო გიგანტმა Toyota-მ 2025 ფინანსური წლისთვის მოგების პროგნოზი გაზარდა.

კომპანიის განცხადებით, ოპერაციული მოგება სავარაუდოდ  3,4 ტრილიონ იენს შეადგენს, რაც წინა პროგნოზზე  6%-ით მეტია.

Toyota-ს დასკვნის მთავარი მიზეზებია:

იენის გაუფასურება, რაც ექსპორტიორებისთვის მომგებიანია,

გაყიდვების ზრდა,

და ხარჯების შემცირება.

თუმცა კომპანიაზე ზეწოლას ახდენენ ამერიკული ტარიფებიც. სპეციალისტთა შეფასებით, ისინი შესაძლოა კომპანიას  1,45 ტრილიონი იენი დაუჯდეს.

მიუხედავად უკეთესი პროგნოზისა, მესამე კვარტალში ოპერაციული მოგება 27%-ით შემცირდა და  839,6 მილიარდი იენი შეადგინა, რაც ოდნავ ჩამორჩება ანალიტიკოსთა საშუალო პროგნოზს – 863,1 მილიარდ იენს.

აშშ-ის ბაზარზე კომპანიამ 134 მილიარდი იენი  სწორედ ტარიფების გამო დაკარგა.

შედარებისთვის, გერმანულმა კონკურენტმა BMW-მ მესამე კვარტალში საგადასახადო მოგება 2,3 მილიარდ ევრომდე გაზარდა, რაც 33%-ით მეტია გასული წლის მაჩვენებელზე. კომპანიის საერთო შემოსავალი ამავე პერიოდში €32,3 მილიარდი იყო.

Toyota კვლავ ინარჩუნებს პოზიციას ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ და ძლიერ გლობალურ ბრენდად, თუმცა აშშ-ის ტარიფებმა და გლობალურმა ეკონომიკურმა რყევებმა საბოლოო ფინანსურ შედეგებზე შესაძლოა გავლენა იქონიოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები