მას შემდეგ, რაც კეტი პერისა და კანადის ექს-პრემიერ მინისტრის, ჯასტინ ტრუდოს რომანი დადასტურდა, ყველა ორლანდო ბლუმის რეაქციას ელოდა. და აი, არტისტის ყოფილმა პარტნიორმა, საზოგადოების აზრით, პერი „აბუჩად აიგდო“.
მსახიობი რეიჩელ ლინ მეთიუსთან ერთად „ჰელოუინზე“ ჩახუტებული პოზირებდა, თუმცა მხოლოდ ეს არ გახდა სკანდალის მიზეზი. რეიჩელს ზუსტად იმ კოსტიუმი ეცვა, რაც კეტი პერის კოსმოსში გაფრენისას.
მედია უკვე საუბრობს, რომ მსახიობს მასთან რომანი აქვს. საზოგადოება კი პერის რაიმე კომენტარის მოლოდინშია.
ცნობისთვის, მომღერალი ახლა თავისი ტურნეს Lifetimes Tour ფარგლებში ბარსელონაში იმყოფება.
ცნობილი ხდება, თუ რით მოხიბლა კანადის ექს-პრემიერ-მინისტრმა კეტი პერი


