ყოფილ პრემიერ-მინისტრს, „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას, ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდზე, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით კურტანიძემ გამოაცხადა.
მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, რომელმაც პროცესზე ყოფილი პრემიერის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება მოითხოვა.
როგორც პროკურორმა განაცხადა, გიორგი გახარიას მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედების, ასევე, მიმალვის საფრთხე არსებობს.
გიორგი გახარიას უფლებადამცველების თქმით, აღნიშნულ საქმეში აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისთვის მტკიცებულებები არ არსებობს.
როგორც უფლებადამცველმა, ბერდია სიჭინავამ პროცესზე განაცხადა, ბრალი არა გიორგი გახარიას, არამედ საქართველოს წაუყენეს.
ბრალდებული გიორგი გახარია პროცესს არ დასწრებია.
შეგახსენებთ, პროკურატურამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის და ასევე, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა ორ საქმეზე – 20 ივნისის აქციის დარბევასა და ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდზე დაიწყო.
პროკურატურამ გიორგი გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
