LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ექსების კლუბი“ – ჯეი ლო, ჯენიფერ გარნერი და გვინეტ პელტროუ დამეგობრდნენ

134
page

ჯენიფერ ლოპესი და გვინეტ პელტროუ საბოლოოდ დაზავდნენ და დამეგობრდნენ კიდეც. ორივე ვარსკვლავი კვირას ლოს-ანჯელესში, Governors Ball-ის ღონისძიებაზე იმყოფებოდა და როგორც Daily Mail-ს წყარომ განუცხადა, მათ შორის ახლა სრული სიმშვიდე და კეთილგანწყობა სუფევს.

„ყველაფერი კარგადაა, ისინი მეგობრები არიან. არანაირი სირთულე ან ცუდი ვიბრაცია მათ შორის, მათ ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ“, – აღნიშნა ინსაიდერმა.

ცნობისთვის, 1998 წელს ლოპესმა Movieline-ის სკანდალურ ინტერვიუში პელტროუ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ის არა სამსახიობო კარიერით, არამედ ბრედ პიტთან რომანით გახდა ცნობილი.

როგორც ირკვევა, ბრედ პიტის ყოფილები ერთსა და იმავე ფიტნეს სპეციალისტთან, ტრესი ანდერსონთან ვარჯიშობენ, ხოლო როდესაც ლოპესი 2022 წელს ბენ აფლეკთან, დაქორწინდა, გვინეტმა სოციალურ ქსელში მათ მიულოცა და დაწერა: „სიყვარულია ჰაერში“.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი გაჟღერდა, საუბარია აფლეკის კიდევ ერთ მეუღლეზე, ჯენიფერ გარნერზე, როგორც წყარო ამბობს, ის პელტროუსა და ლოპესის მეგობარია.

„მათ შორის არანაირი დაძაბულობა არ არის, მიუხედავად იმისა, რომ სამივეს ერთი და იგივე მამაკაცი აკავშირებთ“ – ამბობს ინსაიდერი.

„შენ მე დამანგრიე“ – ბენ აფლეკზე ამღერებული ჯეი ლო და დრამატული მიძღვნის შემდეგ ბენ აფლეკის გამოჩენა

რომელია საწოლში „ღმერთი“ და რომელს შეუძლია ღვთაებრივი კოცნა – გვინეტ პელტროუ ბრედ პიტსა და ბენ აფლეკს ერთმანეთს ადარებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები